სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
კურორტები და ტურიზმის განვითარება.
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას.
მოსწავლეებისათვის იქნება სახალისო და საინტერესო, მოიძიონ კურორტების მნიშვნელობის
შესახებ ინფორმაცია და სურათები.
პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები მსოფლიო ფიზიკური რუკისა და ინტერნეტის
საშუალებით მოიძიებენ საკურორტო ადგილებს. შეისწავლიან როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს
ტურიზმს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. მოსწავლეებს განუვითარდებათ
კვლევა - ძიების, მსჯელობის უნარი.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია
მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი ტურიზმის შესახებ და შეძლონ მსგავს სიტუაციებში
ინგლისურ ენაზე საუბარი.
მონაწილეთა ასაკი:
14 – 15 მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ინგლისურ ენაზე შექმნიან პრეზენტაციას და წარმოადგენენ სხვადასხვა
ტურისტული სიტუაციების დიალოგების ინსცენირებას.
პროექტის საჭირო
ძირითადი რესურსები : რუკა, ინტერნეტი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა
/ ძირითადი აქტივობები:
მოსწავლეებს ვაცნობ პრეზენტაციას ტურიზმის შესახებ,
რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე. შემდეგ მოსწავლეები ახარისხებენ ინფორმაციას, სწავლობენ
მათთვის უცხო სიტყვებს.
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებებს, მათ
უნდა მოიძიონ ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ტურისტულ ზონებზე, მოიძიონ სურათები
, ჩაწერონ ინტერვიუ იმ ადამიანებთან რომლებიც ყოფილან კონკრეტულ ტურისტულ ქალაქებში.
მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ რომელიმე საქართველოს
კურორტიც და ბოლოს ისინი წარმოადგენენ პრეზენტაციას.
სამუშაო ენა: ქართული,
ინგლისური.
საგნებთან ეროვნული
სასწავლო გეგმის კავშირი: გაკვეთილი ინტეგრირებულია გეოგრაფიის
საგანთან.
პროექტის ავტორი:
ილონა ღვაჩლიანი
Комментариев нет:
Отправить комментарий